Monday, September 12, 2011

სასწავლო პროექტი


პროექტის თემა:       მიჯაჭვული ამირანი“ 
დევიზი:   „სჯობს მონობაში გადიდკაცებულს თავისუფლების ბრძოლაში მკვდარი“
პროექტის მნიშვნელობა: ეს პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში პატრიოტული გრძნობის გამომუშავებას.
პროექტის მიზნები და შედეგები: მოსწავლეები შეისწავლიან ნაწყვეტს „ამირანი“  აკაკი წერეთლის პოემიდან „თორნიკე ერისთავი“;
განივითარებენ პრობლემის დასმის, ანალიტიკური აზროვნების, კომუნიკაციის, სოციალურ უნარ-ჩვევებს:
შეფასების საგანი და პროცედურები:        მოსწავლეთა  დავადგენ დაკვირვებით.
დაკვირვების ობიექტი იქნება  ჯგუფური მუშაობა და ზეპირი პრეზენტაცია.
შეფასების კრიტერიუმები:
Ø ჯგუფში თანამშრომლობის ხარისხი;
Ø ზეპირი პრეზენტაციის ხარისხი;

მოსწავლეები შეფასდებიან კომენტარებით (განმავითარებლი შეფასების ფორმით).

წინასწარი ცოდნა:მოსწავლეებს აქვთ მათი ასაკისთვის შესაფერისი ცოდნა -ინფორმაციები საქართველოს ისტორიის შესახებ. ბუნების გაკვეთილებიდან იცნობენ საქართველოს მხარეებს და რუქას.შეისწავლეს ლეგენდა პრომეთეს შესახებ,მეტ-ნაკლებად ფლობენ ისტ-თან მუშაობის უნარებს.


სასწავლო მასალა ტექნიკური რესურსები:
Ø მეოთხე კლასის ქართული ენის სახელმძღვანელო;
Ø აკაკი წერეთლის  ლექსები და მის ლექსებზე შექმნილი სიმღერები;
Ø კომპიუტერი;
Ø სქელი მუყაო, გუაში,ფუნჯები,მაკრატელი, ფორმატის ფურცელი;
Ø პიანინო;
Ø ფანდური.

სასწავლო პროექტის მსვლელობა


თემა:“მიჯაჭვული ამირანი“
რატომ შეადარა აკაკი წერეთელმა საქარველო ამირანს?

საპროექტო ჯგუფი: მეოთხე კლასის მოსწავლეები: გაგაძე ლაშა, გოგიშვილი გოგიტა, გოგიშვილი დავითი, ქავთარაძე თამარი, ჯიქური გიორგი.
მოსწავლეები იმუშავებენ ერთ ჯგუფად.



პროექტის გეგმის შემუშვება ჯგუფშ
ჯგუფი გაინაწილებს ფუნქციებს , დასვამენ პრობლემას,
მიზეზს, მიზანს, ამოცანას, განხორციელების გზებს,მოემზადება პროექტის პრეზენტაციისთვის.






ჯგუფში მოვალეობის გადანაწილება:
Ø ლიდერი-.გაგაძე(საქმის გადანაწილება ჯგუფში, აპლიკაციაზე მუშაობა, პრეზენტაციის წარდგენა)

წევრები:
Ø გ.გოგიშვილი-აპლიკაციაზე მუშაობა, სიმღერის და ლექსების შესრულება
Ø დ.გოგიშვილი-აპლიკაციაზე მუშაობა, ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება
Ø თ.ქავთარაძე-პროექტის გეგმაზე მუშაობა,სიმღერების და ლექსების შესრულება, აპლიკაციაზე მუშაობა
Ø გ.ჯიქური-აპლიკაციის გაფორმება,თვალსაჩინო ადგილზე გამოკვრა, ლექსების და სიმღერების შესრულება.
                                                                       
              აქტივობების განხორციელება
Ø პრობლემის დასმა-პრობლემა: საქართველოს მუდმივად ავიწროვებენ დამპყრობლები...
Ø მიზეზი- საქართველოს თვალწარმტაცი ბუნება, მისი ხელსაყრელი მდებარეობა, დამპყრობელთა გაუმაძღრობა;
Ø მიზანი-შევახსენოთ მსოფლიოს,რომ საქართველო პრომეთე-ამირანის მსგავსად უამართლოდ განიცდის ზეწოლას უფრო ძლიერი და დიდი ქვეყნისგან, მიუხედავად ამისა, უსამართლო ძლიერებას მონურად ქედს არ უხრის,მუდამ იბრძოდა და კვლავაც იბრძოლებს თავისუფლებისა და ერთიანობისათვის-„სჯობს მონობაში გადიდკაცებულს თავისუფლებისბრძოლაში მკვდარი“.
მოვუწოდებთ მსოფლოს ,დაგვიდგეს მხარში ,რათა ,ბოლოს და ბოლოს სამართალმა იზეიმოს.

ამოცანაები:
Ø კლასის (ჯგუფის) მიერ აპლიკაციის შექმნა და კედელზე გაკვრა;
Ø პრეზენტაცია დამსწრე საზოგადოების წინაშე;
Ø აკაკი წერეთლის ლექსების და მის ლექსებზე შექმნლი სიმღერების შესრულება;
განხორციელების გზები:
Ø ჯგუფის ყველა წევრი მუშაობს აპლიკაციის შექმნაზე (დიდი მუყაოსგან გამოჭრიან ხეს,სიმბოლურად საქართველოს, მისი ზედა ნაწილი წარმოადგენს საქართველოს რუკას .ხეზე მიმაგრებული იქნება ჯაჭვი.აპლიკაციას ამაგრებენ კედელზე წარწერით: „მიჯაჭვული ამირანი“.
Ø ლიდერი წარმოადგენს პრეზენტაციას;
Ø ჯგუფის წევრები გამართავენ სასკოლო კონცერტს .


            
      პროექტის ხელმძღვანელი:  მაია კობაიძე
      ელ.ფოსტა:kobaidze.maia@gmail.com



No comments:

Post a Comment